Saturday, March 26, 2016

დღე მეექვსე.

დღეს ვიმუშავეთ გაზიარებულ დოკუმენტებზე.ერთმანეტს გავუგზავნეთ მოსწავლის ბუკლეტები და გავუკეთეთ კომენტარები.გავეცანით საავტორო უფლებებს.ბლოგსაც გავკარით ხელი.

Saturday, March 19, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.ასევე ვიმუშავეთ შაბლონზე.დავიწყეთბუკლეტის შექმნის სწავლება.

Sunday, March 13, 2016

3 დღის რეფლექსია
დღეს წავიკითხეთ პროექტებიდან გამომდინარე ზოგადი კითხვები.ასევე განვიხილეთ თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები.შევქმენით პორტფოლიო.დავათვალიერეთ ერთმანეთის შექმნილი ბუკლეტები.გავცვალეთ აზრები.დღევანდელმა დღემაც ძალიან შედეგიანად ჩაიარა.დიდი მადლობა ყველას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ცაში ატყორცნილი ქვათა სიმფონია



ზოგადი კითხვა: რატომ ვერ ეწევა ოსტატს სიკვდილი?
თემატური კითხვები:როგორი ტიპის ხუროთმოძღვრულ ტაძრებს იცნობთ?
რა პრინციპით იგებოდა ქართული ეკლესია-მონასტრები?
როგორ გესმით ქვათა ღაღადი?
რომელ კათედრალურ ტაძრებს იცნობთ?
რას წარმოადგენს თქვენთვის სვეტიცხოველი?                                                                                          
შინაარსობრივი კითხვები:რომელ საუკუნეში აიგო სვეტიცხოველი?
რომელ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება მისი აგება?
ვინ იყო ამ დროს საქართველის მეფე?
რომელ ქართველ მეფეებს გაიხსენებთ?რა ვიცით მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას შესახებ?
როგორ შეირჩა ტაძრის ასაგები ადგილი და რატომ მაინცდამაინც იქ?
რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ კედელზე არსუკიძის მკლავის გამოსახულება?
ვინ და რატომ გადაიღო ფილმი დიდოსტატის მარჯვენა?

რა მსგავსება და განსხვავებაა ისტორიულ ფაქტებსა და ფილმის შინაარსს შორის?

Saturday, March 12, 2016

2 დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ პროექტების შინაარსები.გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.მოვისმინე აგრეთვე სხვისი პროექტები და ძალიან მომეწონა.კიდევ უფრო ახლოს გავიცანი ჩემი კოლეგები.მივიღე უამრავი ინფორმაცია.გავითვალისწინე მათი რჩევები და მომავალში ვფიქრობ რომ თუკი რაიმეში დამჭირდება მათი რჩევა აუცილებლად შევეხმიანები.ამიტ კიდევ  გავიჩინე მეგობრები.ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება და აუცილებლად შევასრულებ.